სისტემაში შესვლა

სესხის ხელშეკრულება


სესხის ხელშეკრულება

 

პრეამბულა

 

წინამდებარე სესხის ხელშეკრულება განსაზღვრავს სესხის მიღების, სარგებლობის და გადახდის პირობებს და არეგულირებს სესხით სარგებლობისას მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მსესხებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას, სრულად შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და ეთანხმება მას. მხარეებს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების სტანდარტული პირობების და საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულების ერთიანობა, რომელიც თავის მხრივ შედგება I ნაწილისგან, II ნაწილისგან და III ნაწილისგან და მისი შესწორებებისა და/ან დანართებისგან. ხელშეკრულებაში ასევე მოიზარება მხარეებს შორის გაფორმებული სხვა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შინაარსობრივად წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილია.

 

  1. სესხის ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაში და სესხის ხელშეკრულების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ გაფორმებულ სხვა დოკუმენტებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:

 

  1. გამსესხებელი -  შპს „ტიო“, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი 402041642, იურიდიული მისამართი: პ.ქავთარაძის ქ. I შეს 10. საოფისე ფართი 6ა, თბილისი, საქართველო, ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 2 50 08 08
  2. მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც სრულად გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას, გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სესხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეთანხმება მათ, სურს სესხის მიღება და გამსესხებელთან აფორმებს წინამდებარე სესხის ხელშეკრულებას.
  3. მხარე - გამსესხებელი ან მსესხებელი.
  4. მხარეები - გამსესხებელი და მსესხებელი ერთობლივად.
  5. ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს. ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.
  6. სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა სესხის მოთხოვნის შესახებ, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების დადებაზე.
  7. მოწვევა ოფერტზე - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.
  8. ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებული პირობების გაცნობისა და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი.
  9. აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის პირობების შესახებ ინფორმაციისა და გადახდის გრაფიკის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან.
  10. სესხის თანხა - თანხა, რომელსაც წინამდებარე სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს მის მიერ დადასტურებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით დაბრუნების, ფასიანობის და ვადიანობის საწყისებზე და რომელიც ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
  11. სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადა, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ- გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით არის დადასტურებული.
  12. სესხის მომსახურების საკომისიო - (პროცენტი) საკომისიო, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხასთან ერთად გადახდის გრაფიკის შესაბამისად; საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება სესხის თანხისა და ვადის მიხედვით და მისი დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.
  13. საკრედიტო ხაზის სესხის გენერალური მაქსიმალური განახლებადი ლიმიტი - სესხის მაქსიმალური ოდენობის არაერთჯერადი ლიმიტი, რა დონემდეც შეიძლება გაიზარდოს საკრედიტო ხაზის სესხის თანხა.
  14. საკრედიტო ხაზის შესაძლო მიმდინარე ლიმიტი - სესხის მაქსიმალური მიმდინარე ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს გამსესხებლის მიერ გაცემული სესხი.
  15. გრაფიკი - სახელშეკრულებო გადახდების ოდენობა და გადახდის ვადები.
  16. პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია, საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0.5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
  17. ხელშეკრულების დარღვევის ჯარიმა - ვადაგადაცილებისთვის დაწესებული სახელშეკრულებო ჯარიმა პროცენტით, ის გამოითვლება სესხის გადაუხდელი ძირის მიხედვით და რომელიც დაერიცხება მსესხებელს პირველ ვადაგადაცილებულ დღეს.

 

  1. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - სესხის თანხის დაგვიანებით გადახდისთვის განსაზღვრული შენატანი, რომელიც დაერიცხება მსესხებელს მესამე ვადაგადაცილებულ დღეს, ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით. პირგასამტეხლო არ დაერიცხება, თუ მსესხებელი გადახდის ვადას გადააცილებს არაუმეტეს 3 (სამი) დღისა. თუ სესხის გადახდა მოხდება 3 (სამი) დღის შემდეგ, მსესხებელს დაეკისრება სრული მოცულობის პირგასამტეხლო (მოხდება გადაანგარიშება).

 

  1. მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება დროის კონკრეტულ შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, სესხის მომსახურების საკომისიოსა (პროცენტს) და ხელშეკრულების დარღვევის ჯარიმა, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ასევე სხვა ასანაზღაურებელ ხარჯებს.
  2. გადახდის თარიღი - გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სესხის გადახდის ბოლო დღე.
  3. სესხის გადავადების საკომისიო - მომსახურების საფასური, რომელსაც მსესხებელი გადაუხდის გამსესხებელს გადახდის თარიღის გადავადების მიზნით; საფასურის ოდენობის დაანგარიშების წესი განთავსებულია გამსესხებლის ვებ- გვერდზე.
  4. გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.
  5. მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ ან საიდანაც ხორციელდება გადახდა იდენტიფიკაციის მიზნით და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა.
  6. იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონის ან პარტნიორების მეშვეობით გადამოწმება,  რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია.
  7. eMoney ან/და Unipay ანგარიში - ვერიფიცირებული ანგარიში, სადაც მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე (რაც ფიქსირდება სასესხო განაცხადის შევსებისას შესაბამისი ველის მონიშვნით) შესაძლებელია სესხის თანხის ასახვა 1 თეთრის ჩარიცხვის გარეშე;
  8. იდენტიფიკაციის საფასური - 0.01 ლარი (1 თეთრი) მსესხებლის მიერ იდენტიფიკაციის მომსახურებისათვის გამსესხებლისათვის გადახდილი თანხა, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც კი თუ სესხი არ გაიცემა.
  9. პორტალი - ვებ-გვერდი - www.pino.ge, რომლის საშუალებითაც ხდება მსესხებლის იდენტიფიცირება და მხარეებს შორის კომუნიკაცია. პორტალის მეშვეობით მსესხებელს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი სესხის მისაღებად, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს გამსესხებლის მიერ ნებადართული სხვა მოქმედება. მხარეები თანხმდებიან, რომ პორტალზე განხორციელებულ ყველა მოქმედებას მსესხებლისათვის აქვს იურდიულად სავალდებულო ძალა.
  10. მსესხებლის პროფილი - პორტალზე მსესხებლის პირადი გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია პორტალზე მსესეხებლის ელ-ფოსტისა და პაროლის შეყვანის შემდეგ. ყველა მოქმედება პორტალზე არის იურიულად მბოჭავი მსესხებლისათვის.
  11. მსესხებლის ტელეფონის ნომერი -  პროფილში  მითითებული ნებისმიერი ტელეფონის ნომერი, რომლის ერთადერთი მომხმარებელი მსესხებელია და რომლიდან გამოგზავნილი შეტყობინებაც არის სავალდებულო და მბოჭავი მსესხებლისათვის. ასევე რომელზე გაგზავნილი შეტყობინებაც ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად.
  12. მსესხებლის ელ-ფოსტა - მსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის ერთადერთი მომხმარებელიც მსესხებელია, როგორც ეს მითითებულია ხელშეკრულებაში და რომლიდან გამოგზავნილი შეტყობინებაც მბოჭავია მსესხებლისათვის.
  13. პარტნიორები - უნიფეი, ემანი და სხვები, რომლებსაც გამსესხებელი იყენებს მსესხებელზე სესხის გასაცემად ან/და გადასარიცხად.
  14. პერსონალური კოდი - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.
  15. მესამე პირი  - პირი რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეს.

 

 

 

  1. ზოგადი დებულებები
    1.  სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) არის ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა ხელშეკრულების დასადებად და შესასრულებლად; გ) მის მიერ განაცხადის შევსება ხდება ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან მესამე პირთა მიერ მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის თუ სხვა არაკანონიერი ქმედების გამოყენების გარეშე, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; დ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ე) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;  ვ) გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.
    2. სასესხო განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
    3. განაცხადის შევსება ავტომატურად არ გულისხმობს გამსესხებლის მხრიდან თანხმობას სესხის გაცემაზე. გამსესხებელს უფლება აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს სესხის გაცემაზე, რაც არ წარმოშობს მსესხებლის მხრიდან მოთხოვნის უფლებას.
    4. მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სესხის განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც დადგება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. გამსესხებელებს უფლება აქვს, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული მონაცემების სისწორე.
    5. მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში და მას აქვს ამ ანგარიშითა და მასზე არსებული ფულადი საშუალებებით სრული და შეუზღუდავი სარგებლობის უფლება.

 

  1.  სესხის განაცხადი და სესხის გაცემა
    1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებ-გვერდზე ელექტროულად ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მსესხებელი უთითებს მისთვის სასურველი სესხის ოდენობასა და ვადას და ეთანხმება სესხის გადახდის გრაფიკს. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი შპს „ტიოს“ ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე სესხის ხელშეკრულებასა და გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს ოფერტს ამ პირობებით სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ.
    2. სესხის განაცხადის შევსების შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის გადამოწმების მიზნით მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის გადარიცხვას ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმებას მათ შორის  პარტნიორი unipay ან და emoney მეშვეობით.
    3. თუ გამსესხებელი უარს განაცხადებს მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე, მაშინ ითვლება, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.
    4. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მსესხებელს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან პროფილზე უგზავნის ინფორმაციას სესხის პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. აღნიშნული მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება და წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში.
    5. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს სესხის მომსახურების საკომისიოს შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

 

  1.  სესხის გადახდის პირობები
    1. მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელი სესხის თანხასა და სესხის მომსახურების საკომისიოს გადაუხდის გამსესხებელს გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ წესით.
    2. გადახდა ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით ან სწრფი გადახდის ტერმინალებში Expresspay, TBC pay, Nova აპარატების საშუალებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ან/და სწრაფი გადახდის ტერმინალებზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
    3. გადახდა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიიღოს გადახდა და გადახდილი თანხის ოდენობა განსაზღვროს თანხის მიღების დღეს იმ ბანკში არსებული კომერციული გაცვლითი კურსის მიხედვით, სადაც მოხდა თანხის ჩარიცხვა.
    4. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარისა და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.
    5. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
    6. მსესხებლის გადახდილი თანხით პირველ რიგში იფარება:

გადავადების საკომისიო;

ხელშეკრულების დარღვევის ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვადაგადაცილების პირგასამტეხლო;

სარგებელი/სესხის პროცენტი;

სესხის ძირი თანხა;

ყველა სხვა ვალდებულება.

  1. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვას. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.
  2. მსესხებელი უფლებამოსილია, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი გადაიხადოს გადახდის თარიღამდე. ასეთ შემთხვევაშიც მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სესხის თანხა და სესხის მომსახურების საკომისიო (პროცენტი) იმ ოდენობით, რისი გადახდაც მოუწევდა მას გადახდის თარიღზე და შესაბამისად წინსწრებით გადახდა მას არ ათავისუფლებს გრაფიკით გათვალისწინებული მთლიანი საკომისიოს (პროცენტის) გადახდისგან.
  3. თუ მსესხებელი გრაფიკში მითითებულ რომელიმე გადახდას 10 (ათ) დღეზე მეტ ვადას გადააცილებს, გამსესხებელს ენიჭება უფლება გაუგზავნოს მსესხებელს გაფრთხილება ვადაგადაცილების თაობაზე და დააკისროს გადასახადი გაწეული ხარჯებისთვის 20 ლარის ოდენობით.

 

  1.  სესხის გადავადება
    1. მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებელს შესთავაზოს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადავადება გამსესხებლის მიერ სესხის გადავადებისათვის დადგენილი პირობების დაცვით. გამსესხებელს უფლება აქვს, მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება.
    2. გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდის გადავადებისათვის მსესხებელი იხდის სესხის გადავადების საფასურს, რომლის ოდენობა, დაანგარიშებისა და გადახდის წესი მოცემულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. საფასურის გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას გადახდის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საფასური მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის (ნაწილობრივ) გადახდად.
    3. გამსესხებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

 

 

 

  1. პასუხისმგებლობა და ფორს-მაჟორი
    1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
    2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. მსესხებელი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამსესხებლისთვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება მსესხებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
    3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე სესხის ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე, გამსესხებლის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას და განაცხადის შევსებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდეგ.
    4. თუ მსესხებელი გადააცილებს გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდას, მაშინ მას ვადამოსულ და გადაცილებულ თანხაზე დაერიცხება სანქცია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
    5. სესხის თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი/სარგებელი დაერიცხება სესხის თანხის ფაქტობრივად გადახდის დღემდე.
    6. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა), რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.
    7. ფორს-მაჟორში მოიაზრება მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი საომარი მოქმედებანი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად. ფორს-მაჟორული მოვლენის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სახლმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
    8. თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისგან.
    9. შეუსრულებელ ვალდებულებაზე მსესხებელი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
    1. მსესხებელი თანახმაა, რომ გამსესხებელმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საქმიანობის სფერო, ყოველთვიური შემოსავალი, მიმდინარე ან/და წარსულში აღებული სესხის/ვალდებულების მოცულობა, მათი შესრულება და სხვა მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მსესხებლის მიერ წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).
    2. წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.
    3. წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: პარტნიორებს და მსგავს კომპანიებს, მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით (მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით).
    4. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ სესხის მომსახურების საკომისიოს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.
    5. მსესხებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, გამსესხებლის მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) გამსესხებლისგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მსესხებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მსესხებლის შემდგომი თანხმობის გარეშე.
    6. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ გამსესხებელმა მის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, სესხის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ა.შ. - დადგენა, სესხის განაცხადის შეფასება დადებითი ან უარყოფითი პასუხის დასადგენად), სესხის ლიმიტის დამტკიცების, სესხის თანხის გაცემის, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული, მისთვის აუცილებელი, მსესხებლის პერსონალური მონაცემები.
    7. მსესხებელი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გამსესხებლის მიერ დამუშავების მიზნით მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან.
    8. მსესხებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 

  1. ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით
    1. მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება გამსესხებლის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
    2. მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი; ბ) მსესხებლის სახელი, გვარი, პერსონალური კოდი; გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ; ე) განცხადების შედგენის დრო და ადგილი; ვ) მსესხებლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა.

 

  1. ხელშეკრულების შეწყვეტა გამსესხებლის ინიციატივით
    1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში: ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით; ბ) გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია; გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია.
    2. გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, პირველივე მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიოსა და, არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

 

  1. შეტყობინება მხარეთა შორის
    1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს: მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით, პროფილზე ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი საშუალებით.
    2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.
    3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.
    4. მსესხებელი ყოველდღე უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
    5. წინამდებარე ხელშეკრულების 11.1 მუხლით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია, შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი, დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.
    6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას სესხის თანხის, გადასახდელი სესხის მომსახურების საკომისიოს ან პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
    7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.
  2. უფლებამონაცვლეობა
    1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
    2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
    3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
    1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
    3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.
    4. პიველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- ე მუხლის 1 1 ნაწილის საფუძველზე.

 

  1. დასკვნითი დებულებები
    1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ სესხის დროულად დაფარვის ვალდებულებას, გამსესხებელი აქვს უპირობო უფლება მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს პრობლემური სესხების ამოღების კომპანიას, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის. მსესხებელი თანახმაა, რომ ვადაგადაცილებული სესხის თანხის ამოღების შემთხვევაში, იგი დაფარავს ამოღების ხარჯებს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ინფორმაცია მსესხებლის შესახებ გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.
    2. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების სამართლებრივ ძალაზე.
    3. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა ხელშეკრულების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
    4. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება გამსესხებლის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
    5. გამსესხებლის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელების გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ გამსესხებელი უარს ამბობს თავის უფლებებზე. აგრეთვე, გამსესხებლის ნებისმიერი უფლების ნაწილობრივ ან სრულად გამოუყენებლობა არ ნიშნავს მომავალში ამ უფლების სრულად გამოყენების შეზღუდვას.
    6. ნებისმიერი უფლება, რომელიც მიენიჭება გამსესხებელს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
    7. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურიდიული მისამართი.
    8. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
    9. თუ მსესხებელმა  თანხის გადახდისას დაუშვა შეცდომა და მსესხებელს საჭიროზე მეტი თანხა გადაუხადა, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა-უგვიანეს შეცდომით განხორციელებული გადახდიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ოფიციალური წერილით მოითხოვოს განცხადებული თანხა. ხსენებული 30 (ოცდაათ) დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება რაიმე განცხადებული თანხის გადახდა/დაბრუნებისათვის.