სისტემაში შესვლა

წესები და პირობები


პინო იცავს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს და პასუხისმგებლობით გასცემს სესხს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ:

 

  • არ გავცემთ სესხს მათზე ვისაც უკვე სერიოზული პრობლემა აქვს სესხის დაფარვასთან;
  • არ ვიტყუებით, ტყუილი ვნებს ბიზნესს და მომხმარებლებს;
  • არ ვმუშაობთ მათთან ვინც გვატყუებს ან წინასწარგანზრახვით გვაწვდის არასწორ ინფორმაციას;
  • არ ვმუშაობთ საეჭვო რეპუტაციის მქონე საპარტნიორო ქსელებთან.

 

 

ეს პრაქტიკა ასევე აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას სესხის მიმღებ მხარესაც, მომხმარებელი უნდა აცნობიერებდეს:

 

  • მომხმარებელი უნდა გაეცნოს სესხის პირობებს დეტალურად.
  • ეს სესხი განკუთვნილია მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და მისი აღება არაა რეკომენდირებული, თუ მის გამოყენებას მომხმარებელი აპირებს სხვა ფინანსური ვალდებულების გადასაფარად, თუ არ ელოდება შემოსავალს უახლოეს მომავალში და თუ ფიქრობს თანხის არამიზნობრივ გამოყენებას.
  • არ დააგვიანოს გადასახადის გადახდა
  • იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებს დროულად სესხის დაფარვას, მოახდინოს სესხის ვადის გახანგრძლივება გადავადების პირობების თანახმად. ასევე, დაუკავშირდეს პინოს ცხელ ხაზსს და შეატყობინოს შექმნილი სიტუაციის შესახებ. პინოს თანამშრომელი გირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს სესხის გადასახდელად.

 

ამ ძირითადი პრინციპების დაცვის შემთხვევაში პინოს და მსესხებლის თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო.