
პინოს მეძახიან.
პატარა მეგობარმა შემარქვა.
პინოს რატომ მეძახი მეთქი რომ ვკითხე - ხეები გიყვარსო. თითქოს მე მისთვის ვარდი შემერქმიოს. ჰო, გამომრჩა, მას ვარდი უყვარდა, ერთი კონკრეტული, მისი ვარდი.
მაშინ პატარა ვიყავი და ჩემი მეგობარი მას მერე აღარ მინახავს. თუმცა ხეების სიყვარული კი შემომრჩა, განსაკუთრებულად ერთი ხის - ფიჭვის. მჯერა, რომ ფიჭვს ემოციების შენახვა შეუძლია, რადგან ახლა, როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, თითქოს ყველა მოგონება ერთად ცოცხლდება. მგონი ამიტომაც მიყვარს იმის კეთება, რისი კეთებაც მიყვარს. ხეზე ვმუშაობ. ფიჭვისგან ვქმნი სხვადასხვა ნაკეთობებს პატარა, საყვარელი ადამინებისთვის და თითოეული ნაკეთობა ჩემთვის თითქოს ახალი, ლამაზი მოგზაურობაა მოგონებებში.